weather cur horoscope tv
ოქტომბერი 24, 2020

ახალციხეში მოზარდებთან გარყვნილი ქმედების ბრალდებით პაკისტანის მოქალაქე დააკავეს

18:29 სამშაბათი, 13 ნოემბერი 2018 hits 598

სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 7 არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი გარყვნილი ქმედების ბრალდებით, პაკისტანის მოქალაქე, 37 წლის ჰ.მ. ახალციხეში დააკავეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ მიმდინარე წლის ნოემბრის დასაწყისში, ქალაქ ახალციხეში მცხოვრები 7 არასრულწლოვნის მიმართ გარყვნილ ქმედებას ახორციელებდა პაკისტანის მოქალაქე ჰ.მ, რომელიც სამართალდამცველებმა ოპერატიული ღონისძიებების შედეგად დააკავეს.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ახალციხის სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]