weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

მამუკა ბახტაძე ტყიბულში მეშახტეებს ხვდება

16:32 ხუთშაბათი, 15 ნოემბერი 2018

პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ტყიბულში, კომპანია „საქნახშირის“ ადმინისტრაციულ შენობაში მეშახტეებს ხვდება. შეხვედრაზე სავარაუდოდ შახტებში წიაღისეულის მოპოვების სამუშაოების აღდგენის საკითხს და შრომის უსაფრთხოების პირობებს განიხილავენ.

მეშახტეებთან შეხვედრას იმერეთის გუბერნატორი შავლეგო ტაბატაძე, ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელგუჯა გოცირიძე და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მართვის მიმართულების ხელმძღვანელი სოზარ სუბარი ესწრებიან.

ტყიბულელმა მეშახტეებმა ორი კვირის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. მათი ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა შახტებში მუშაობის აღდგენა იყო.

ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში 16 ივლისს ოთხი ადამიანი დაიღუპა, დაშავდა ექვსი მეშახტე. მომხდარის შემდეგ, პრემიერ-მინისტრმა პრემიერ მინისტრმა ტყიბულის 25-ვე შახტის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო. მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ შახტებში მუშაობა არ განახლდება მანამ, ვიდრე არ დასრულდება როგორც სისხლის სამართლებრივი გამოძიება, ისე მაღალკვალიფიციური საერთაშორისო საინჟინრო-ტექნიკური ექსპერტიზა. მამუკა ბახტაძემ ასევე თქვა, რომ იმ პერიოდში, როდესაც ტყიბულის 25-ვე შახტი დახურული იქნებოდა, იქ დასაქმებული ადამიანები სახელფასო ანაზღაურებას ჩვეულებრივად მიიღებდნენ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]