weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

სასაზღვრო პოლიცია აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიაში ახალგაზრდებს გააგზავნის

10:34 შაბათი, 17 ნოემბერი 2018

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ ამერიკის შეერთებული შტატების სანაპირო დაცვის აკადემიაში სასწავლებლად წარსაგზავნი კანდიდატების შერჩევა დაიწყო. კურსანტის სასწავლო გადასახადს, ყოველთვიურ ფულად სარგოს, უნიფორმით უზრუნველყოფისა და კვების ხარჯებს აშშ-ის მთავრობა სრულად დაფარავს. სწავლების ღირებულებაერთი წლის განმავლობაში, დაახლოებით 97 000 აშშ დოლარია.

2019-2023 სასწავლო წლისთვის აკადემია კურსანტებს სწავლების 8 ძირითად მიმართულებას სთავაზობს, მათ შორის: სამოქალაქო ინჟინერია, ელექტროინჟინერია, საზღვაო ფლოტის არქიტექტურა და ინჟინერია, ოპერაციების კვლევა, საზღვაო და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული მეცნიერებები, სახელმწიფო მართვა, სამანქანო ინჟინერია. აკადემიური პროგრამა, ასევე, ითვალისწინებს ნავიგაციისა და კანონაღსრულების საკითხების თეორიულ სწავლებას.

მონაწილეობისთვის მინიმალური საკვალიფიკაციო მოთხოვნებია:

  • წარდგენილი კანდიდატის ასაკი: 17-23 წლამდე;
  • ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი: კანდიდატი უნდა ფლობდეს სრული ზოგადი განათლების ატესტატს;
  • სტანდარტიზებული ტესტი - SAT ან ACT;
  • ინგლისური ენის სტანდარტიზებული ტესტი TOEFL;
  • კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შესაბამის ფიზიკური მომზადების მოთხოვნებს და უნდა ჩააბაროს ფიზიკური მომზადების ტესტი.

საქართველოდან წარდგენილი კანდიდატი ჩაერთვება საერთაშორისო კონკურსში და უნდა მოხვდეს მსოფლიოს საუკეთესო 40 კანდიდატს შორის.

ხელშეკრულების თანახმად, აშშ-ის სანაპირო დაცვის აკადემიის კურსდამთავრებულები, სულ მცირე, 6 წლის განმავლობაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტში იმსახურებენ.

დეტალური ინფორმაცია კონკურსის პირობების შესახებ იხილეთ აქ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]