weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ხეთაში ხანძრისას დაშავებულებიდან კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

11:44 ოთხშაბათი, 21 ნოემბერი 2018

ხობის რაიონის სოფელ ხეთაში, 19 ნოემბერს მომხდარი ხანძრის შედეგად დაშავებულთაგან კიდევ ერთი ადამიანი დაიღუპა. გარდაცვლილი 65 წლის ქალია, წინა დღეს კი ამავე ოჯახის წევრი 67 წლის მამაკაცი გარდაიცვალა.

როგორც დამწვრობის ცენტრის დირექტორმა გუგა ქაშიბაძემ განაცხადა, ორივე გარდაცვლილს სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები ჰქონდა, რაც გულისხმობს როგორც სხეულის ზედაპირის, ისე - სასუნთქი გზების დამწვრობას.

დამწვრობის ცენტრში რჩება ამავე ოჯახის წევრი ორი ზრდასრული ადამიანი და ერთი ბავშვი, მათი მდგომარეობა ასევე კრიტიკულია.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხეთაში მომხდარი საწვავის აფეთქებისას მთლიანად დაიწვა საცხოვრებელი სახლი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლითაა დაწყებული, რაც ნივთის გაუფრთხილებლობით დაზიანებას ან გადადგურებას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]