weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები დღეს პროკურატურაში დაიკითხებიან

12:25 ოთხშაბათი, 21 ნოემბერი 2018

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით დღეს მთავარ პროკურატურაში დაკითხვისთვის არიან დაბარებულები.

12:00 საათზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური იყო დაბარებული, 12:30 საათზე კი - საია-ს წარმომადგენელი ირმა პავლიაშვილი, 16:00 საათზე „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების“ ხელმძღვანელი მიხეილ ბენიძე დაიკითხება.

გარდა ამისა, დღესვე, არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადების საფუძველზე, პროკურატურაში დაწყებული გამოძიების ფარგლებში, სერვისების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი სოსო გიორგაძე და ამავე სააგენტოს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსი ბეჟან ობგაიძეც გამოიკითხებიან. ისინი 17:00 საათზე არიან დაბარებულნი.

შეგახსენებთ, რომ ზემოტხსენებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა პრესკონფერენცია გამართეს, სადაც მათ არჩევნების შესაძლო გაყალბების სქემასა და უკანონოდ ყალბი დოკუმენტაციის დამზადებასთან დაკავშირებით ისაუბრეს, აღნიშნულთან დაკავშირებით კი პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]