weather cur horoscope tv
მაისი 05, 2024

თელავში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის ახალი შენობა გაიხსნა

12:58 შაბათი, 24 ნოემბერი 2018

თელავის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს ახალი ადმინისტრაციული შენობა აქვს. ფართი სრულად არის აღჭურვილი საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ინვენტარით. რაიონული სამსახურის 70-მდე თანამშრომლისთვის ადგილზე სამუშაო და მოსასვენებელი პირობებია შექმნილი, გამოყოფილია სივრცე სამედიცინო სახარჯი მასალის განსათავსებელი და ტექნიკური ოთახებისთვის.

„38 წლის განმავლობაში ჩვენს ცენტრს თელავში საკუთარი ოფისი არ ჰქონდა. ახლა მათ უკეთეს გარემოში მოუწევთ ყოფნა. ეს არის უმნიშვნელოვანესი იმიტომ, რომ სახელმწიფოს პრიორიტეტია მოქალაქეებზე, მათ ჯანმრთელობასა და სერვისების განვითარებაზე ზრუნვა. ასევე, უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენს ბრიგადებს ჰქონოდათ შესაბამისი პირობები“, - განაცხადა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორმა ავთანდილ თალაკვაძემ.

საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ადმინისტრაციული შენობებით უზრუნველყოფის პროექტს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად ახორციელებს.

დღეისათვის, თელავის გარდა ახალ შენობებში განთავსებულია ფოთის, ბორჯომის, ხონის, ქობულეთის, საჩხერისა და ახალციხის რაიონული სამსახურები.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]