weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებს საარჩევნო უბნებიდან მასობრივად აძევებენ

18:49 ოთხშაბათი, 28 ნოემბერი 2018

კახეთის სხვადასხვა საარჩევნო ოლქში „ნაციონალური მოძრაობის“ და მასთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს, საარჩევნო უბნებიდან მასობრივად აძევებენ. „რეგინფოს“ მონაცემებით, საარჩევნო უბნებიდან 30-ზე მეტი წარმომადგენელია გაძევებული.

გაძევების ყველაზე მეტი შემთხვევა გურჯაანის საარჩევნო ოლქში ფიქსირდება. N19 ჩუმლაყის საარჩევნო უბნიდან კომისიის წევრებისთვის და დამკვირვებლებისთვის ხელშეშლის მიზეზით სამი წარმომადგენელი გააძევეს. დილითვე გააძევეს კომიის წევრი ანა რუაძე სოფელ ჭანდრის საარჩევნო უბნიდან, მას შემდეგ, რაც მან გააპროტესტა, რომ კენჭისყრის კაბინიდან ამომრჩევლები ღია ბიულეტენებით გამოდიოდნენ. კენჭისყრის შენობიდან გააძევეს „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ელმირა ბეციაშვილი სოფელ ვეჯინშიც. მისი თქმით, კომისიის წევრებმა მას გაძევების აქტი მუნიციპალიტეტის მერის, არჩილ ხანდამაშვილის მითითებით შეუდგინეს. 

N23 სოფელ გურჯაანის საარჩევნო უბნიდან გააძევეს „ნაციონალური მოძრაობიდან“ საოლქო საარჩევნო კომისიის წევრი ინგა ქიტიაშვილი. საუბნო კომისიის მიერ შედგენილ გაძევების აქტში მითითებულია, რომ ინგა ქიტიაშვილი მოითხოვდა საჩივრებზე ხელმოწერასა და კომისიის ბეჭდით დამოწმებას, უარის მიღების შემდეგ კი ხმაური ატყდა.

ვიდეომასალიდან, რომელიც აღნიშნულ ინციდენტს ასახავს, ჩანს, კენჭისყრის შენობაში დამკვირვებლის სტატუსით მყოფი მამაკაცები როგორ ემუქრებიან საოლქო კომისიის წევრს ფანჯრიდან გადაგდებით, თუ ის უბანს თვითონ არ დატოვებს.

საუბნო კომისიები არ იხილავენ საჩივრებს, რომლებიც სხვა დამკვირვებლებმა კენჭისყრის შენობებიდან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების გაძევების გამო დაწერეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]