weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

მეორე ტურში ყველაზე მაღალი აქტივობა ქედაში, ყველაზე დაბალი წალკაში დაფიქსირდა

22:07 ოთხშაბათი, 28 ნოემბერი 2018

საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 1 975 845 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც საერთო რაოდენობის 56.23%-ია. ყველაზე მაღალი აქტივობა - 72.72% ქედაში დაფიქსირდა, ყველაზე დაბალი კი წალკაში - 43.12%. თბილისში ამომრჩეველთა აქტივობამ 55.9% შეადგინა.

არჩევნების პირველ ტურში ამომრჩეველთა აქტივობა 46.74% იყო, რაც რაოდენობრივად 1 637 956 ამომრჩეველია.

„კანონის შესაბამისად საღამოს 8 საათზე ყველა საარჩევნო უბანი დაიხურა. ძირითადად, კენჭისყრის პროცესმა მთელს ქვეყანაში მშვიდ ვითარებაში და განსაკუთრებული დარღვევების გარეშე ჩაიარა. იყო გარკვეული ტიპის ხარვეზები, რომლებზეც, უმრავლეს შემთხვევაში, საარჩევნო ადმინისტრაციას უბნებზევე ჰქონდა რეაგირება.

ცესკოს სატელეფონო/საინფორმაციო ცენტრში შემოვიდა 739 ზარი და 522 შეტყობინება ონლაინ ჩატის საშუალებით, მათი დიდი ნაწილი ამომრჩევლების მიერ სიაში მონაცემების გადამოწმებას, საარჩევნო უბნის მისამართებისა და საარჩევნო პროცედურების დაზუსტებას შეეხებოდა“, – განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ.

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დაკვეთით ჩატარებული ეგზიტპოლის მიხედვით, რომელიც 17:00 საათის მდგომარეობას ასახავს, სალომე ზურაბიშვილს 55%აქვს, გრიგოლ ვაშაძეს კი 45%. ეგზიტპოლის შედეგები გამოაქვეყნა ტელეკომპანია „იმედმაც“, რომლის თანახმადაც, ზურაბიშვილმა ამომრჩეველთა ხმების 58 % მიიღო, ხოლო ვაშაძემ - 42 %.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]