weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

ილია მეორემ მეხანძრე-მაშველები დალოცა

09:46 ორშაბათი, 03 დეკემბერი 2018

ხშირია შემთხვევა, როცა მეხანძრე-მაშველები ზიანდებიან და სიცოცხლეს სწირავენ, მინდა, შევთხოვო უფალს, დაგეხმაროთ, – განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას.

ილია მეორემ 2 დეკემბერს მეხანძრე-მაშველები დალოცა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, საკვირაო წირვას სამების საკათედრო ტაძარში საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული 700 მეხანძრე-მაშველი ესწრებოდა.

„წმინდა პავლე მოციქული ბრძანებს: ურთიერთ სიწმინდე, სიმძიმე იტვირთეთ და ესრე აღასრულეთ რჯული ქრისტესი. რას ნიშნავს ეს? ჩვენ უნდა ვიტვირთოთ სიმძიმე ჩვენი ახლობლებისა თუ შორეული ადამიანისა. უნდა გვახსოვდეს, რომ უფალი ხედავს ყველა ადამიანს, ხედავს მის გაჭირვებას. ძალიან ხშირია შემთხვევა, როცა ვერ უძლებს ადამიანი იმ გაჭირვებასა და განსაცდელს, რომელიც მოდის მასზე და კარგავს იმედს. არასდროს უნდა დავკარგოთ იმედი. იმედი ეს არის მომავლის იმედი. დიდება და მადლობა უფალს, რომ ეკლესია გვაძლევს იმედს. ჩვენ უნდა ვეძიოთ გაჭირვებული ადამიანი, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ გავუადვილოთ ადამიანს ცხოვრება. ხშირი შემთხვევაა, როცა ახალგაზრდა ადამიანები ვერ უძლებენ და თავს იკლავენ, ეს დიდი ცოდვაა ღვთის წინაშე. ასეთი იმედის მომცემნი ჩვენი მეხანძრეები არიან, რომლებიც ჩვენთან ერთად დღეს წირვას ესწრებიან. წმინდა გიორგი იყოს თქვენი მფარველი. წმინდა გიორგი დაგეხმარებათ თქვენ. ხშირი შემთხვევაა, როცა მეხანძრეები თვითონ ზიანდებიან, სიცოცხლეს სწირავენ. მე მინდა, შევთხოვო უფალს, დაგეხმაროთ. უფალმა დალოცოს ერი ჩვენი მშვიდობით“, – განაცხადა ილია მეორემ.

პატრიარქმა მეხანძრე-მაშველებს საჩუქრად წმინდა გიორგის ხატები გადასცა.

რამდენიმე წლის წინ, ილია მეორემ მეხანძრე-მაშველებს წმინდა გიორგის ლეგიონის წოდება მიანიჭა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]