weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

შშმ პირებისთვის სანოტარო მოქმედების შესრულების წესი გამარტივდა

13:01 ორშაბათი, 03 დეკემბერი 2018

იუსტიციის მინისტრმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, შშმ პირებისთვის გამარტივებული სერვისის შესახებ ბრძანება გამოსცა. იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ბრძანების საფუძველზე, სანოტარო მოქმედების შესრულებისას ყრუ, სმენადაქვეითებული, უსინათლო, წერა-კითხვის არმცოდნე პირის მონაწილეობით მოწმის დასწრება ყველა შემთხვევაში სავალდებულო აღარ იქნება.

შშმ პირი, შესაძლებლობის შეზღუდვის სახისა და ხარისხის მიხედვით და საამისოდ შესაფერისი კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალების გამოყენებით, პირადად უზრუნველყოფს ნოტარიუსთან საკუთარი ნების გამოვლენას და დაიცავს მის კონფიდენციალობას.

„მოწმეს შეცვლის სანოტარო მოქმედების მიმდინარეობის პროცესის ვიდეოჩანაწერი, რომელიც თან დაერთვება სანოტარო აქტს.

მოწმის მონაწილეობა მხოლოდ მაშინ იქნება სავალდებულო, თუ თავად სანოტარო მოქმედების მონაწილე შშმ პირი მოითხოვს მოწმის დასწრებას, ან თუ ვიდეოჩანაწერის გაკეთება შეუძლებელია ობიექტური გარემოებებიდან გამომდინარე.

წერა-კითხვის არმცოდნე უსინათლო პირისაგან განსხვავებით, წერა-კითხვის მცოდნე უსინათლო პირი გარიგებას ხელს მოაწერს პირადად ან მექანიკური ხელმოწერის (ფაქსიმილეს) საშუალებით. გარდა ამისა, თუ შშმ პირის გარდა სანოტარო მოქმედებაში, ასევე, მონაწილეობს მოწმე, თარჯიმანი ან სხვა პირი, მათი ხელმოწერა ცალკე სანოტარო მოქმედებად არ განიხილება და საზღაურიც გადაიხდევინება მხოლოდ იმ პირთა რიცხოვნობის გათვალისწინებით, რომელთა კანონიერ ინტერესებსაც ემსახურება ეს სანოტარო მოქმედება“, – განაცხადეს იუსტიციის სამინისტროში.

უწყების ინფორმაციით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურებაში იუსტიციის სახლის წინა ხაზის 300-მდე თანამშრომელი უკვე გადამზადდა, ხოლო მიმდინარე წლის ბოლომდე გადამზადებას გაივლის საქართველოს მასშტაბით იუსტიციის სახლის წინა ხაზის უკლებლივ ყველა, ჯამში 750 თანამშრომელი.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მომსახურების სტანდარტი იუსტიციის სახლის ყველა ფილიალში დაინერგება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]