weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

აბაშაში საპატრულო პოლიციის თანამშრომლები დაჭრეს

16:34 კვირა, 09 დეკემბერი 2018

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზათში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, საპატრულო პოლიციის ორი თანამშრომელი ცივი იარაღით დაჭრეს. ერთ-ერთ მათგანს ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა, მეორეს კი მსუბუქი დაზიანება აქვს.

ჰოსპიტალის სამედიცინო დირექტორის, დავით ჯანაშიას განცხადებით, პოლიციელს გულ-მკერდსა და მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობები აღენიშნებოდა, რის გამოც მისთვის ოპერაციის ჩატარება გახდა საჭირო. ამ დროისთვის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

როგორც „რეგინფოს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დადგენილია იმ პირის ვინაობა, ვინც პოლიციელებს თავს დაესხა და მის დასაკავებლად ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.

შსს-ში მომხდარის შესახებ დამატებით კომენტარს არ აკეთებენ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ინციდენტი იმ დროს მოხდა, როდესაც პოლიციელები ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ მყოფი მოქალაქის განყოფილებაში გადაყვანას ცდილობდნენ.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]