weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

თბილისში 19 წლის სტუდენტი სავარაუდოდ ნარკოტიკული ინტოქსიკაციით დაიღუპა

18:24 კვირა, 09 დეკემბერი 2018

თბილისში 19 წლის მამაკაცი, სავარაუდოდ, ნარკოტიკული ინტოქსიკაციის შედეგად დაიღუპა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, მამაკაცი გარდაცვლილი საცხოვრებელ ბინაში ნახეს. სამინისტროში აცხადებენ, რომ დანიშნულია ექსპერტიზა, რომელიც სიკვდილის რეალურ მიზეზს დაადგენს.

19 წლის დ.გ. ქუთაისიდან იყო და თბილისში სწავლობდა. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მან ნარკოტიკული საშუალება ერთ-ერთ ღამის კლუბში მიიღო.

ასევე ვრცელდება ცნობები იმის შესახებ, რომ კიდევ ორი ახალგაზრდა საავადმყოფოში, კომატოზურ მდგომარეობაშია, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ.

პოლიციამ გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ორი დღის წინ „თეთრი ხმაურის მოძრაობამ“ საგანგებო განცხადება გაავრცელა და ნარკოტიკული საშუალებების მომხმარებლებს „ნებისმიერ ფასად ნებისმიერი სუბსტანციის მიღებისგან“ თავის შეკავებისკენ მოუწოდა.

„გავრცელდა ინფორმაცია მოქალაქეების ინტოქსიკაციის შესახებ, რომელიც შესაძლოა გამოწვეული იყოს სინთეზური ოპიოიდით - ფენტანილით. მისი მოქმედება ბევრად აღემატება ჰეროინის მოქმედებას.

აღნიშნული ნივთიერება მოქალაქეებმა შეიძინეს როგორც ნარკოტიკული საშუალება MDMA, რომლის მიღების შედეგად გამოუვლინდათ სიმპტომები: ძილიანობა, არეული ცნობიერება, ჰალუცინაციები, ეიფორია, კუნთების რიგიდულობა და კომატოზური მდომარეობა. ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყანაში შექმნილია ნალოქსონის დეფიციტი, რომელიც ოპიოიდური ზედოზირების დროს ადამიანის სიკვდილისგან ხსნის ერთადერთი საშუალებაა“, – აცხადებს „თეთრი ხმაურის მოძრაობა“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]