weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

რა უნდა გააკეთოთ თუ Vali.ge-ზე თქვენს მონაცემებს ვერ იპოვით

17:47 სამშაბათი, 11 დეკემბერი 2018

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო განმარტებას აკეთებს იმ მსესხებლებისთვის, ვინც ვებგვერდ Vali.ge-ზე ატვირთულ მსესხებელთა ბაზაში საკუთარი მონაცემების პოვნას ცდილობს.

სამინისტროს განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი ფიქრობს, რომ სესხის პატიების პროგრამა ეხება, მაგრამ საკუთარი მონაცემები აღნიშნულ სიაში ვერ იპოვა, უნდა მიმართოს იმ ფინანსურ სუბიექტს, ვისი ფინანსური დავალიანებაც აქვს და ბაზაში მონაცემების ატვირთვა სთხოვოს.

თუ მსესხებელი აღნიშნულ ბაზაში საკუთარ მონაცემებს ნახავს, ეს ნიშნავს, რომ მასზე გავრცელდა სესხის პატიების პროექტი, შესაბამისად, უნდა დაელოდოს 31 დეკემბერს, როდესაც სესხის პატიების პროცესი დასრულდება.

ვებგვერდზე Vali.ge ამ ეტაპზე ატვირთულია შემდეგი საფინანსო ორგანიზაციებიდან შეძენილი სესხები/კრედიტები: სს „საქართველოს ბანკი“; სს „თიბისი ბანკი“; სს „ლიბერთი ბანკი“; სს „სილქ როუდ ბანკი“; სს „ხალიკ ბანკი საქართველო“; სს „იშბანკი საქართველო“.

როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილემ ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, ამ დროისთვის ბაზებში ხელმისაწვდომია 405 000 ადამიანის მონაცემები.

სესხების განულების პროცესი 15 დეკემბრიდან დაიწყება და 31 დეკემბერს დასრულდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]