weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ლადო აფხაზავა მასწავლებლის გლობალური ჯილდოს 50 საუკეთესო მასწავლებელს შორისაა

11:57 ხუთშაბათი, 13 დეკემბერი 2018

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლადო აფხაზავა 2019 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ ფინალშია. იგი მსოფლიოს საუკეთესო 50 მასწავლებელს შორის მოხვდა.

ლადო აფხაზავა 2017 წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა და 10 000 ლარის პრემია მიიღო. ის ჩიბათის სკოლაში 2010 წლიდან ასწავლის. არის პროექტ „დემოკრატიული რევოლუციის“ ავტორი, რომლის მიზანი მოსწავლეთა გააქტიურება, მათი იდეებისა და ინიციატივების რეალიზებაა. მის პროექტს „ეთნო რძლები“, რომელიც მულტიკულტურალიზმის და ტოლერანტობის განვითარებას ისახავდა მიზნად, საერთაშორისო ჯილდო გადაეცა.

„მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ (The Global Teacher Prize) ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ყოველწლიურად Varkey Foundation-ის მიერ მილიონი აშშ დოლარი გადაეცემა მასწავლებელს, რომელმაც ამ პროფესიაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანა. გამარჯვებულს „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ აკადემია არჩევს, რომელშიც შედიან მასწავლებლები, განათლების ექსპერტები, ჟურნალისტები, საჯარო მოხელეები, სხვადასხვა კომპანიების დირექტორები და მეცნიერები მთელი მსოფლიოდან.

აღნიშნული ჯილდოს გაცემის მიზანია განათლების მნიშვნელობის ხაზგასმა და მსოფლიოსთვის ჩვენება, რომ მასწავლებელთა საქმიანობა აღიარებას იმსახურებს. 2018 წლის „მასწავლებლის გლობალური ჯილდოს“ მფლობელი დიდი ბრიტანეთის წარმომადგენელი გახდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]