weather cur horoscope tv
მაისი 06, 2024

დააკავეს რუსეთის მოქალაქე რომელიც ინტერნეტით ნარკოტიკის გავრცელებას გეგმავდა

10:50 შაბათი, 15 დეკემბერი 2018
ფოტო არქივიდან ფოტო არქივიდან

პოლიციამ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით რუსეთის მოქალაქე, 1994 წელს დაბადებული გ.ბ. დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას ნახევარ კილომდე ნარკოტიკული საშუალება „ალფა-პვპ“ ამოიღეს.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული აღნიშნული ნარკოტიკის გავრცელებას საქართველოს ტერიტორიზე ინტერნეტის საშუალებით გეგმავდა. აღსანიშნავია, რომ მისგან პოლიციის მიერ ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების ოდენობა რამდენიმე ათასი ადამიანის ნარკოტიკული თრობისთვის არის საკმარისი“, – განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.

ფოტო: შსს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]