weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

სუს-მა თაღლითობის მცდელობის ბრალდებით ადვოკატი დააკავა

11:16 შაბათი, 15 დეკემბერი 2018

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ბრალდებით ადვოკატი რამაზ რ. დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ რამაზ რ. ირანის მოქალაქეს თითქოსდა შინაგან საქმეთა და იუსტიციის სამინისტროების მაღალჩინოსნების ხელშეწყობით, საქართველოს მოქალაქეობის მიღებაში დახმარებას დაპირდა, რის სანაცვლოდაც 10 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა.

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა რამაზ რ. მოთხოვნილი თანხის გადაცემის დროს ბრალდებულის სახით დააკავეს“, – აცხადებენ სუს-ში.

გამოძიება დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]