weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ხინკლის სახლში 3 ადამიანს ჰომოფობიური მოტივით თავს დაესხნენ – თანასწორობის მოძრაობა

17:55 შაბათი, 15 დეკემბერი 2018

„თანასწორობის მოძრაობა“ აცხადებს, რომ 14 დეკემბერს, ღამით, რესტორან „ხინკლის სახლში“ სამ ადამიანს ჰომოფობიური მოტივით თავს დაესხნენ. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, დაზარალებულებს შორის ერთ-ერთი მათი თანამშრომელი ქალია, რომელიც რესტორანში თავის ქალ მეგობართან ერთად იმყოფებოდა.

„თანასწორობის მოძრაობის“ ცნობით, მათი თანამშრომელი ამბობს, რომ გვერდით მაგიდასთან მსხდომი ორი კაცი მას და მის მეგობარ ქალს ეპატიჟებოდა, მათ მაგიდასთან დამსხდარიყვნენ.

„გვერდით მაგიდიდან სექსუალური შევიწროება იმდენად შემაწუხებელი იყო, რომ ჩვენი თანამშრომელი მივიდა მათთან და მოსთხოვა, შევიწროება შეეწყვიტათ. პასუხად ირონიული და ცინიკური დამოკიდებულება მიიღო.

ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც რესტორანში ჩვენი თანამშრომელი ნაცნობს შეხვდა და ერთმანეთი მოიკითხეს. ამას მოჰყვა მათი მხრიდან ჰომოფობიური სიტყვიერი შეურაცხყოფა.

ვიდეოში, რომელიც ინცინდენტის დროსაა ჩაწერილი, ჩანს, დანით როგორ ექმურება ერთ-ერთი თავდამსხმელი დაზარალებულებს. ხინკლის სახლის თანამშრომლები ცდილობდნენ დაზარალებულების გაყვანას“, – აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო საქმეს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით იძიებს, რაც მუქარას გულისხმობს. სამინისტროში აცხადებენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს და ამ დროისთვის რაიმე ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივი არ იკვეთება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]