weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

პოლიციამ თელავისკენ მიმავალ ოპოზიციის კოლონას გომბორის გზა გადაუკეტა

10:27 კვირა, 16 დეკემბერი 2018
ფოტო არქივიდან ფოტო არქივიდან

გაერთიანებული ოპოზიციის კოლონას, რომელიც თელავში საპროტესტო აქციის ჩასატარებლად მიემართებოდა, გომბორის გადასახვევთან საპატრულო პოლიციამ გზა გადაუკეტა. ოპოზიციის წევრები და მათი მხარდამჭერები იძულებულები გახდნენ მსვლელობა ალტერნატიული გზით, გურჯაანის გავლით გაეგრძელებინათ. 

„არ მოძრაობს არავინ. ცოტა ხანი შეფერხებაა. არავინ არ გადაადგილდება. არ მიდის არცერთი მანქანა“, – ამბობს საპატრულო პოლიციის თანამშრომელი „რუსთავი 2“-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოში.

ოპოზიციის წარმომადგენლების თქმით, პოლიციამ გომბორის გზაზე სამთავრობო ავტომობილები გაატარა, მათ კი ხელოვნურ ბარიერებს უქმნიან, რათა თელავში საპროტესტო აქციის ჩატარებაში ხელი შუეშალონ.

„ჩვენ მაინც ჩავალთ თელავში და არ ჩავატარებინებთ მაგ ქალს ინაუგურაციას, იმიტომ რომ არც მთავარსარდალია და არც პრეზიდენტი. როდამდე უნდა ემალოს ხალხს. ხელოვნურად შეგვიქმნეს დაბრკოლება, რომ გომბორის გზით არ გვატარებენ. ჩვენ მაინც ჩავალთ თელავში. მოვასწრებთ ჩასვლას, გურჯაანის გზით ჩავალთ, მაინც შევუშლით ხელს და მაინც გამოვხატავთ ჩვენს პროტესტს“, – განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა დავით კირკიტაძემ.

გაერთიანებული ოპოზიციის მხარდამჭერები თბილისიდან თელავის მიმართულებით დილის 9 საათზე გაემგზავრნენ. ისინი თელავში შეკრებას 13:00 საათზე, ერეკლე მეორის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე გეგმავენ, იმის მიუხედავად, რომ ამ ადგილას აქციის ჩატარებაზე თელავის მუნიციპალიტეტის მერიამ მათ უარი უთხრა.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია 15:00 საათზე, ერეკლე მეფის სასახლის ტერიტორიაზე დაიწყება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]