weather cur horoscope tv
აპრილი 25, 2024

აქციების დროს ნებისმიერი სამართალდარღვევა დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი – შსს

11:12 კვირა, 16 დეკემბერი 2018

შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ინაუგურაციის პარალელურად თელავში, ზუგდიდსა და ბათუმში დაგეგმილ საპროტესტო აქციებზე შეკრებილი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებას, უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს პოლიცია დაიცავს. შსს აქციების ორგანიზატორებს მოუწოდებს, დაემორჩილონ სამართალდამცავების კანონიერ მოთხოვნებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო 16 დეკემბერს, პრეზიდენტის ინაუგურაციაზე დასასწრებად ქვეყანაში ჩამოსული დელეგაციების, ღონისძიებაზე დამსწრე მაღალი რანგის და მოწვეული ყველა სტუმრის უსაფრთხოებას დაიცავს. თელავში, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციის ცერემონიას სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელი დაესწრება. აღნიშნული ღონისძიების გამო, კახეთის მიმართულებით და ქალაქ თელავში საავტომობილო გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

ინაუგურაციის პარალელურად, თელავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში საპროტესტო აქციების ჩატარებას გეგმავს პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე, დაიცავს საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დაგეგმილ აქციებზე შეკრებილი მოქალაქეების გამოხატვის თავისუფლებას, უსაფრთხოებასა და მართლწესრიგს.

მთელი დღის განმავლობაში მობილიზებული იქნებიან საპოლიციო ძალები, რომლებიც მოახდენენ პატრულირებას, რათა თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი სახის შესაძლო პროვოკაცია.

უზრუნველყოფილი იქნება როგორც ინაუგურაციის მშვიდ გარემოში ჩატარების საკითხი, ისე საპროტესტო აქციების მონაწილეთა გამოხატვის თავისუფლება და ყველა მოქალაქის უსაფრთხოება.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციების ორგანიზატორებს, დაიცვან მართლწესრიგი და დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს. საპროტესტო მსვლელობის და აქციების მიმდინარეობისას, სამართალდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მიერ, კანონის ფარგლებში, დაუყოვნებლივ იქნება აღკვეთილი“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]