weather cur horoscope tv
დეკემბერი 11, 2019

ირაკლი ოქრუაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულს 17-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

15:53 ხუთშაბათი, 22 ივნისი 2017 hits 1481
ირაკლი ოქრუაშვილი ირაკლი ოქრუაშვილი

გორის რაიონულმა სასამართლომ ირაკლი ოქრუაშვილზე თავდასხმაში ბრალდებულს 17-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. გორის მაჟორიტარობის ყოფილ კანდიდატს 2016 წლის 2 ოქტომბერს, ამომრჩევლებთან შეხვედრის დროს ესროლეს. თავდასხმის შედეგად ოქრუაშვილის დაცვის ერთი წევრი და აქტივისტი დაშავდნენ.

პროკურატურის ცნობით, პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ თავდასხმის დღეს, ბრალდებული მივიდა ქალაქ გორში, კეცხოველის ქუჩაზე, სადაც მოსახლეობას მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი ოქრუაშვილი კ. კ.-სთან და ბ. თ.-სთან ერთად ხვდებოდა.

„ა.ი-მ ირაკლი ოქრუაშვილისა და იქ მყოფი საზოგადოების ზოგიერთი წევრის მიმართ გამოხატა უპატივცემულობა, რასაც ურთიერთშელაპარაკება მოჰყვა. ამ დროს, ა.ი-მ ირაკლი ოქრუაშვილის, კ.კ.-ს და ბ. თ.-ს მოკვლა განიზრახა. მან „მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა კ. კ.-ს და ბ. თ.-ს, ხოლო შემდეგ ორჯერ - ირაკლი ოქრუაშვილს.

ა.ი.-მ თავისი ქმედებით ასევე განზრახ შეუქმნა ჯანმრთელობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის საფრთხე აღნიშნული პირების გვერდით მყოფ მოქალაქეებს. მან ვერ შეძლო განზრახვის სისრულეში მოყვანა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სროლის შედეგად კ.კ.-მ მიიღო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება, ხოლო ბ.თ.-მ - ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება“, - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

სამართალდამცველებმა ბრალდებული 2016 წლის 4 ოქტომბერს დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-2, მე-3 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება) და 19-109-ე მუხლის პირველი ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით (დამამძიმებელ გარემოებებში ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას) წარედგინა. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]