weather cur horoscope tv
მაისი 01, 2024

გორში 24 წლის კაცის სიკვდილის მიზეზი სავარაუდოდ ნარკოტიკის მოხმარება გახდა

12:02 სამშაბათი, 18 დეკემბერი 2018
ფოტო: ია თინიკაშვილი ფოტო: ია თინიკაშვილი

გორში 24 წლის მამაკაცის გარდაცვალების, ხოლო 25 და 35 წლის მამაკაცების ინტოქსიკაციის მიზეზი სავარაუდოდ ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარება გახდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გუშინ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე და 273-ე მუხლებით მიმდინარეობს. 115-ე მუხლი თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს, ხოლო 273-ე ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის ან პრეკურსორის მცირე ოდენობით უკანონო დამზადებას, შეძენას, შენახვას, გადაზიდვას, გადაგზავნას ან/და ექიმის დანიშნულების გარეშე უკანონო მოხმარებას. 

24 წლის მამაკაცი საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი გუშინ იპოვეს. მასთან ერთად იმყოფებოდა კიდევ ორი პირი, რომლებიც უგონო მდგომარეობაში გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. 25 და 35 წლის მამაკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]