weather cur horoscope tv
მაისი 01, 2024

სალომე ზურაბიშვილი ჟურნალისტებს – აქ იქნება თქვენი სახლი

12:15 სამშაბათი, 18 დეკემბერი 2018

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალიტებს უთხრა, რომ ათონელის ქუჩაზე მდებარე სასახლე მათი სახლი იქნება. სალომე ზურაბიშვილის თქმით, მისი სურვილია, ჟურნალისტებთან ნორმალური ურთიერთობა ჰქონდეს.

„მაქვს სხვა აზრებიც, რომ ჩვენ გვქონდეს სხვა ფორმატშიც ურთიერთობა, რომ შემეძლოს თქვენთან ისე საუბარი - off the record, რომელიც საჭიროა თქვენთვის და არ არის აუცილებელი, რომ გახდეს საჯარო ინფორმაცია იმ წამსვე. მე მქონდა ასეთი ფორმატი საგარეო საქმეთა სამინისტროში, რომელსაც ერქვა„ჩემი პრესკლუბი“ და ამდაგვარი ფორმატი, მგონი, ყველასთვის საინტერესო იქნება და ვეცდები, რომ ახლო მომავალში დავიწყოთ ამ ფორმატში მუშაობა. ვფიქრობ, გვექნება ნორმალური ურთიერთობა, ეს არის ჩემი სურვილი და ამისთვის თქვენგანაც მადლობელი ვიქნები“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის პიარსამსახურში მუშაობას ნათია პავლიაშვილი აგრძელებს, თუმცა პიარის ჯგუფი გაძლიერდება. ზურაბიშვილის განცხადებით, ადმინისტრაციის მთავარი ბირთვის შემადგენლობა კვირის ბოლოს იქნება ცნობილი.

სალომე ზურაბიშვილი ათონელის სასახლეში, სადაც მისი რეზიდენცია განთავსდა, დღეს მივიდა და მუშაობას შეუდგა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]