weather cur horoscope tv
მაისი 02, 2024

საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურის მიერ რეკრუტის შესაძლო ცემაზე გამოძიება დაიწყო

13:27 სამშაბათი, 18 დეკემბერი 2018

სამხედრო პოლიციის დეპარტამენტმა გამოძიება დაიწყო საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის მეთაურის, ელგუჯა ბიბინიძის მიერ, ამავე ცენტრის რეკრუტ დავით ბერიშვილის მიმართ შესაძლო ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტთან დაკავშირებით.

პოლკოვნიკ ირაკლი ბაზერაშვილის განცხადებით, გამოძიება 17 დეკემბერს, სისხლის სამართლის კოდექსის 389-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. ხელქვეითის მიერ უფროსის ან უფროსის მიერ ხელქვეითის შეურაცხყოფა სამხედრო სამსახურის მოვალეობის შესრულებისას ან მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, - ისჯება სამხედრო პირის სამსახურებრივი შეზღუდვით ვადით ერთ წლამდე.

ბაზერაშვილის განცხადებით, გამოძიების პროცესში თუ დადასტურდა რომელიმე მხარის, მათ შორის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის ბრალეულობა, რეაგირება ადექვატური და კანონშესაბამისი იქნება.

რეკრუტის ცემის შესახებ ინფორმაცია „რუსთავი 2“-მა გაავრცელა. ტელეკომპანიის ცნობით, დავით ბერიშვილი, რომელიც წვრთნებს ალგეთში გადიოდა, წუხელ მრავლობითი დაზიანებებით, დახმარებისთვის „რუსთავი 2“ -ში მივიდა. ის მასზე თავდასხმაში ვიცე-პოლკოვნიკ ელგუჯა ბიბინიძეს ადანაშაულებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]