weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

დავით კირკიტაძეს ბრალი წარუდგინეს, მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება

14:58 ოთხშაბათი, 19 დეკემბერი 2018

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, დავით კირკიტაძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა. ამის შესახებ მისმა ადვოკატმა, გიორგი კონდახაშვილმა განაცხადა.

„ბრალდების შინაარსში წერია, რომ ინაუგურაციაზე უამრავი სტუმრის გამო, პოლიციამ მიიღო ზომები, გადაკეტილიყო მაგისტრალი. დავით კირკიტაძე არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას და თავს დაესხა მაგისტრალზე განთავსებულ ერთ-ერთ ავტობუსში მყოფ პოლიციელს და ხელისა და ფეხის დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. რაც შეეხება მტკიცებულებებს, ძირითადად, არის პოლიციელების ჩვენებები და ის სიუჟეტია, რაც ორი დღეა მასმედიით ვრცელდება“, – აცხადებს ადვოკატი და განმარტავს, რომ დავით კირკიტაძე ბრალს არ აღიარებს.

„კირკიტაძე დაკავებას პოლიტიკურ დევნად აფასებს და დღეიდან გადადის მშრალ შიმშილობაზე“, – განაცხადა ადვოკატმა.

სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი გულისხმობს პოლიციელზე, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ანდა მის სამსახურებრივ ან საცხოვრებელ შენობაზე, ან მის სატრანსპორტო საშუალებაზე, ანდა მისი ოჯახის წევრზე თავდასხმას პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური სამსახურის მოსამსახურის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 7 წლამდე.

დავით კირკიტაძისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე გურჯაანის რაიონული სასამართლო სავარაუდოდ დღეს იმსჯელებს. სასამართლოსთან, კირკიტაძის გათავისუფლების მოთხოვნით, გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერები და მხარდამჭერები აქციას მართავენ.

დავით კირკიტაძე სამართალდამცავებმა 17 დეკემბერს, საგარეჯოში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა, ვლადიმერ ბორცვაძემ განაცხადა, რომ კირკიტაძე 16 დეკემბერს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ველისციხეში გამართულ აქციაზე, პოლიციელზე თავდასხმისთვის, ფიზიკური შეურაცხყოფისთვის და ქონების დაზიანებისთვის დააკავეს. დაკავების შემდეგ კირკიტაძემ პროტესტის ნიშნად შიმშილობა გამოაცხადა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]