weather cur horoscope tv
აპრილი 20, 2024

ზუგდიდში თხილის ქარხანა დააყაჩაღეს

23:59 ხუთშაბათი, 20 დეკემბერი 2018

ზუგდიდში თხილის ქარხანა „თურალ გრუპი“ დააყაჩაღეს. ქარხნის დირექტორის, მაია მიქავას ინფორმაციით, შენობაში ნიღბიანი და ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. წაღებულია დაახლოებით 50 000 ათასი ლარი და ნაცემია ქარხნის მენეჯერი.

„ავტომატებით შეიარაღებულები შემოვარდნენ ბევრი თანამშრომელი იყო ადგილზე, ყველა ერთ ოთახში შეუყრიათ, ტყვიაც უსვრიათ. ბეწვზე გადარჩა მენეჯერი, ტყვია აცდა, მაგრამ სასტიკად ცემეს, თავის არეში აქვს დაზიანებები. ასეთი კრიმინალი გაუგონარი ამბავია. ქარხანა რომ ამემუშავებინა, რამდენი ძალისხმევა დამჭირდა ინვესტორის მოსაზიდად, როგორ უნდა ავუხსნა მას ეს ფაქტი“, – განაცხადა სააგენტო „ლაივპრესთან“ მაია მიქავამ.

ქარხნის დაშავებული თანამშრომელი ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლშია მოთავსებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]