weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

პანკისელი პედაგოგები სასწავლო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრებიან

14:04 პარასკევი, 21 დეკემბერი 2018

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, პანკისის ხეობის საჯარო სკოლების მასწავლებლებისა და დირექტორებისთვის ბრიუსელში სასწავლო ვიზიტი იგეგმება, სადაც ისინი ევროკავშირის ინსტიტუტების მუშაობას გაეცნობიან.

სახელმწიფო მინისტრის აპარატის ცნობით, 20 და 21 დეკემბერს მთავრობის ადმინისტრაციაში პანკისის საჯარო სკოლების 20 პედაგოგისა და დირექტორისთვის საგანმანათლებლო სემინარი იმართება. პედაგოგები ეცნობიან ნატოსა და ევროკავშირის ისტორიას, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობას, ასოცირების შეთანხმებისა და DCFTA-ის საკითხებს.

„გვექნება ორდღიანი ძალიან ინტენსიური მუშაობა პედაგოგებთან, ხოლო თებერვალში ვაპირებთ, რომ ამ მასწავლებლებისა და დირექტორებისთვის მომზადდეს სპეციალური სასწავლო ვიზიტი ბრიუსელში, სადაც ისინი უკვე ადგილზე გაეცნობიან, თუ რას ნიშნავს ევროკავშირი, როგორ მუშაობენ ევროკავშირის ინსტიტუტები და რაც მთავარია, რას ნიშნავს ევროკავშირთან ჩვენი ასოცირება, რა სარგებელი აქვს მას ჩვენი მოსახლეობისთვის“, – აღნიშნა ციხელაშვილმა.

„მთელი საქართველოს მოსახლეობა აქტიურად უნდა იყოს ჩართული ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში, ყველას უნდა ესმოდეს ამ პროცესის მნიშვნელობა და ყველას ჰქონდეს მაქსიმალური წვდომა ინფორმაციაზე.

ამ მხრივ, პანკისის ხეობაში ბევრი აქტივობა არ იყო, ამიტომ ეს არის ჩვენი ერთობლივი ინიციატივა და რა თქმა უნდა, სამომავლო გაგრძელებაც ექნება“, – აღნიშნა ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ.

პანკისის ხეობის მასწავლებლებისთვის სპეციალურად შემუშავებული პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ევროპული ღირებულებებისა და საქართველოს ევროინტეგრაციის მნიშვნელობის შესახებ ცნობადობის ამაღლებას. პროგრამის პირველი ეტაპი ითვალისწინებს პანკისელი პედაგოგების გადამზადებას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის შესახებ. პროგრამის მეორე ეტაპზე პედაგოგები სასწავლო ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრებიან.

შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ერთობლივი პროექტი ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]