weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ბათუმის საავადმყოფოში 53 წლის ქალი სავარაუდოდ გრიპის ვირუსით გარდაიცვალა

15:02 ორშაბათი, 24 დეკემბერი 2018

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 53 წლის ქალი, სავარაუდოდ, გრიპის ვირუსით გარდაიცვალა. აჭარის ტელევიზიასთან საავადმყოფოს დირექტორმა მალხაზ ხალვაშმა განაცხადა, რომ 17 დეკემბრიდან პაციენტი რეანიმაციაში იყო და მას სუნთქვის მწვავე უკმარისობა ჰქონდა.

„შემოყვანისთანავე მისი მდგომარეობა იყო საკმაოდ მძიმე. მოთავსდა რეანიმაციულ განყოფილებაში და იყო ხელოვნურ სუნთქვაზე. უტარდებოდა შესაბამისი მკურნალობა. სამწუხაროდ, შემთხვევა ლეტალური შედეგით დასრულდა.

ანალიზებით დადგინდა, რომ ქალბატონს დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა გრიპის ვირუსი და ოჯახის სხვა წევრებიც იყვნენ დაინფიცირებულნი.

პირველადი მონაცემებით, დადასტურებული A ტიპის ვირუსი. გარკვეული დროის შემდეგ გვეცოდინება ზუსტი დიაგნოზი. წელს H1N1 ვირუსის შემთხვევა კლინიკაში არ გვქონია“, – აცხადებს საავადმყოფოს დირექტორი.

გუშინ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ მიმდინარე სეზონზე გავრცელებული ვირუსების უმრავლესობა H1N1, იგივე ე.წ. ღორის გრიპია. იმნაძის თქმით, გრიპის ვირუსით დაავადებულთა რიცხვი გაზრდილია, თუმცა ეპიდემიის საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს.

„ბოლო ორი კვირაა გრიპის მაგვარი დაავადების საკმაოდ ინტენსიური მატებაა. ამავე დროს, ყველა ვირუსი, რომელიც ცირკულირებს, არის H1N1. ძალიან იშვიათად გვხვდება H3N2. წინა კვირის მონაცემებით, ავადობა 185 იყო 100 ათასს მოსახლეზე. ეპიდემიის გავრცელების საფრთხე არ არსებობს, რადგან ეპიდემიური ზღვარი ჩვენთვის არის 100 ათასს მოსახლეზე 450-ია. რჩევა მინდა მივცე მოსახლეობას, რომ გრიპიან ბავშვებს ნუ გაუშვებთ სკოლაში, ბაღში და უფროსები ნუ წავლენ სამსახურში, რადგან ვისაც მსუბუქად აქვს და დადიან სხვადასხვა ადგილებში, სწორედ ისინი ავრცელებენ ვირუსს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]