weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ბათუმში რადიომაუწყებლობის ლიცენზიების გასაცემად კონკურსები გამოცხადდა

14:33 პარასკევი, 23 ივნისი 2017

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შპს „რადიოცენტრი პლუსის“ და შპს „სამაუწყებლო კომპანია ჰერეთის“ განცხადების საფუძველზე, ქალაქ ბათუმში FM 97,3-ზე კერძო საერთო რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად კონკურსი გამოაცხადა.

საკონკურსო პირობების თანახმად, ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იქნება დღე-ღამეში მინიმუმ 18 საათიანი მაუწყებლობა უზრუნველყოს და სულ მცირე ახალი ამბებისა და საზოგადოებრივ პოლიტიკური თემატიკის გადაცემებით იმაუწყებლოს.

ასევე, კომისიამ შპს „მომავლის რეკლამის“ და შპს „მედ ეფ ემმის“ განცხადების საფუძველზე FM 93,7-ზე კერძო სპეციალიზებული რადიომაუწყებლობის ლიცენზიის გასაცემად გამოაცხადა კონკურსი. საკონკურსო პირობების თანახმად, ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იქნება დღე-ღამეში მინიმუმ 18 საათი იმაუწყებლოს.

ლიცენზიის მაძიებლების განაცხადების მიღება ორივე კონკურსზე, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში 2017 წლის 24 ივლისის 17:00 საათამდე იწარმოებს. კონკურსების მოსამზადებელი სხდომები, სადაც კონკურსში მონაწილე პირების დალუქული დოკუმენტაცია საჯაროდ გაიხსნება ამავე წლის 27 ივლისს, 13:00 საათზე გაიმართება. კონკურსების ზეპირი მოსმენის სხდომა 24 აგვისტოს 13:00 საათზე ჩატარდება, სადაც კომისიის აპარატის აუდიო-ვიზუალური მომსახურებების რეგულირების დეპარტამენტი სამაუწყებლო კონცეფციებთან დაკავშირებით დასკვნებს გამოაქვეყნებს. საკონკურსო სხდომა კი, სადაც კომისია გამარჯვებულებს გამოავლენს 31 აგვისტო 13:00 საათზე გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]