weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

არავის ვაპატიებ ჩემი პატრიარქის ღირსების შელახვას – მეუფე იაკობი

15:24 შაბათი, 29 დეკემბერი 2018

„არ ვაპატიებ არავის ჩემი პატრიარქის ღირსების შელახვას, ვინც არ უნდა იყოს“, – განაცხადა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსმა იაკობმა ჭყონდიდელ მიტროპოლიტ პეტრესთან დაკავშირებით. მანამდე მეუფე პეტრემ თქვა, რომ მისთვის „საბოლოოდ დაიმსხვრა მითი პატრიარქის მწყემსი კეთილობის შესახებ“.

„გუშინ რაც გააკეთა მეუფე პეტრემ... თან გვიქადაგებს, თან ისა... თვითონ ხომ უნდა იცოდეს, შიგნით რა ავტორიტეტია, არა? თუ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ავტორიტეტია, სხვა რაღაცაა, მაგრამ ჩვენთან რაღაც ავტორიტეტი ხომ უნდა იყოს მაგი, ხომ? არ არის აბსოლუტურად ავტორიტეტი ჩვენთან“, – განაცხადა მეუფე იაკობმა ტელეკომპანია „პირველთან“ ინტერვიუში.

პატრიარქის ქორეპისკოპოსის თქმით, მეუფე პეტრეს „გასაკეთებელს გაუკეთებს“.

„მე შეიძლება პირადად რაღაც გავუკეთო. ახლა არ ვილაპარაკებ, ოღონდ გასაკეთებელს გავუკეთებ. არ ვაპატიებ არავის ჩემი პატრიარქის ღირსების შელახვას, ვინც არ უნდა იყოს... ეს არის, მე ვფიქრობ, რომ რუსების შემოთავაზება, რომ ჩვენი ეკლესია დააკნინონ, პატრიარქს დაარტყან, იმას დაარტყან, იმას დაარტყან. მე არც რუსეთი მაინტერესებს, არც კონსტანტინოპოლი – პირდაპირ გეტყვით. ქართველი ვარ და ჩემი საქართველოს ეკლესიის ინტერესი მაინტერესებს“, – აღნიშნა ქორეპისკოპოსმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, შეიძლება თუ არა, ჭყონდიდის მიტროპოლიტს სასულიერო წოდება ჩამოერთვას, მეუფე იაკობმა უპასუხა: „როგორც იქცევა, თუ არ შეინანა… ჩვენთვის არის, როგორც, აი... ბასილ მკალავიშვილი უფრო პატიოსანი კაცია, ვიდრე მაგი უკვე, როგორც იქცევა, პირდაპირ გეუბნებით…

მე ვიქნები ის ადამიანი, რომელიც არ დაუშვებს, რომ ვიღაცეებმა „გააპრავონ“ მაგი რა… ეკლესიაში მე სიტყვა მეთქმის. თუ მოვინდომე, გავაკეთებ იმას რაც გასაკეთებელია რა, რომ იცოდეთ“.

გუშინ, ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა პეტრემ განაცხადა, რომ 27 დეკემბრის წმინდა სინოდის სხდომაზე „დეკანოზი გიორგი მამალაძის, როგორც უდანაშაულო პატიმრის“ და ზოგადად, „ციანიდის საქმის“ შესახებ საუბრის საშუალება არ მიეცა. მისი თქმით, როდესაც ამ თემაზე ლაპარაკი დაიწყო, „პატრიარქი წამოდგა, შებრუნდა ღვთისმშობლის ხატისკენ, ანუ სინოდის დასრულების ლოცვა დააწყებინა მის გვერდით მყოფ მღვდელმთავარს“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]