weather cur horoscope tv
იანვარი 27, 2021

„ლენდოს“ დაყაჩაღების ბრალდებით ზუგდიდის მერიის თანამშრომელი დააკავეს

13:42 ხუთშაბათი, 03 იანვარი 2019 hits 1182
ფოტო: Sknews.ge ფოტო: Sknews.ge

ზუგდიდში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „ლენდოს“ დაყაჩაღების ბრალდებით მერიის თანამშრომელი დააკავეს. ადგილობრივი ახალი ამბების სააგენტო „ლაივპრესის“ ინფორმაციით, ბრალდებული 50 წლის ილია გოგილავაა, რომელიც ააიპ „კეთილმოწყობის ცენტრში“ მუშაობდა.

ცენტრის დირექტორმა ნოე პერტაიამ განაცხადა, რომ ყველა თანამშრომელს, მათ შორის, ილია გოგილავას შრომითი ხელშეკრულება 31 დეკემბერს შეუწყდა. მისივე თქმით, დაკავებული წლების განმავლობაში შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა.

ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე მიკროსაფინანო ორგანიზაცია „ლენდო“ 31 დეკემბერს დააყაჩაღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით 1330 ლარი გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცავებმა ის მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს.

„პოლიციამ ბრალდებულის პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ყაჩაღობის შედეგად გატაცებული თანხის ნაწილი და დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო. გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ შსს-ში.

Livepress.ge

სამეგრელოს რეგიონის ახალი ამბების პორტალი. ინტერნეტგამოცემა livepress.ge მკითხველს აფხაზეთის ამბებსაც აცნობს. სააგენტო ინფორმაციას ქართულ, აფხაზურ და რუსულ ენებზე ავრცელებს. გამოცემას ააიპ „მედია ფონდი“ ამუშავებს.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]