weather cur horoscope tv
მარტი 28, 2024

ილია მეორეს 86 წელი შეუსრულდა

11:36 პარასკევი, 04 იანვარი 2019

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს 86 წელი შეუსრულდა. ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი, 1933 წლის 4 იანვარს ვლადიკავკაზში, გიორგი ღუდუშაურ-შიოლაშვილისა და ნატალია კობაიძის ოჯახში დაიბადა. 1952 წელს, ვლადიკავკაზის 22-ე საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლა მოსკოვის სასულიერო სემინარიაში განაგრძო.

1957 წელს ირაკლი შიოლაშვილი ბერად აღიკვეცა და ილია ეწოდა. 1957 წლის 18 აპრილს სიონის საპატრიარქო ტაძარში ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად, ხოლო 1959 წლის 10 მაისს წმიდა სერგის მონასტრის ლავრაში მღვდელმონაზვნად.1960 წელს დაამთავრა მოსკოვის სასულიერო აკადემია. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, ის ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურად დაინიშნა; 1961 წლის 19 დეკემბერს აყვანილ იქნა იღუმენის, ხოლო 1961 წლის 16 სექტემბერს არქიმანდრიტის ხარისხში; 1963 წლის 26 აგვისტოს დაინიშნა კათოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად; 1963-1972 წლებში იყო მცხეთის სასულიერო სემინარიის პირველი რექტორი; 1967 წელს გადაყვანილ იქნა აფხაზეთის ეპარქიაში ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოსად; 1969 წელს აყვანილ იქნა მიტროპოლიტის ხარისხში; 1977 წლის 9 ნოემბერს დადგინდა პატრიარქის მოსაყდრედ. 1977 წლის 23 დეკემბერს მე-12 ადგილობრივ საეკლესიო კრებაზე მიტროპოლიტი ილია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად აირჩიეს. იმავე წლის 25 დეკემბერს საპატრიარქო ტახტზე მისი აღსაყდრება (ინტრონიზაცია) მოხდა.

2017 წლის 25 დეკემბერს ილია მეორის აღსაყდრებიდან 40 წელი შესრულდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]