weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

მსოფლიო პატრიარქი მართლმადიდებელ ეკლესიებს უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობისკენ მოუწოდებს

10:31 შაბათი, 05 იანვარი 2019

მსოფლიო პატრიარქი ბართლომე ყველა ავტოკეფალური ეკლესიის პატრიარქებსა და მთავარეპისკოპოსებს მოუწოდებს, მხარი დაუჭირონ უკრაინის ახალდაარსებული მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხს. მიმართვა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

წერილში აღნიშნულია, რომ 6 იანვარს, სტამბოლში, ბართლომე პირველი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსის მინიჭებას აპირებს. კონსტანტინეპოლის პატრიარქის თქმით, უკრაინის სასულიერო პირებმა უკვე დაიწყეს ფანარზე ჩასვლა, ხოლო ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების იერარქებმა უნდა შეისწავლონ წერილის დეტალები, რათა შეუდგნენ ახალი ეკლესიის აღიარების პროცესს. ბართლომემ ამავე ეკლესიების მეთაურებს მოუწოდა, აღიარონ უკრაინის ეკლესია ავტოკეფალურ ეკლესიად.

„თუკი ჩვენ იგნორირებას გავუკეთებთ ჩვენი ძმების სურვილს, რომლებსაც უწევთ უკრაინაში გაშმაგებული ბრძოლის გადატანა, ჩვენ არ გვექნება არავითარი გამართლება სამსჯავროს დღეს“, – ნათქვამია მსოფლიო პატრიარქის მიმართვაში.

2018 წლის 15 დეკემბერს კიევში საეკლესიო კრება ჩატარდა, რომელზეც უკრაინის სამი მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებმა მიიღეს გადაწყვეტილება ადგილობრივი ეკლესიის შექმნის შესახებ და მის მეთაურად 39 წლის მიტროპოლიტი ეპიფანე აირჩიეს.

აღსანიშნავია, რომ აქამდე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის ცნობაზე უარყოფითი პასუხი გასცა პოლონურმა მართლმადიდებელმა ეკლესიამ, ხოლო ანტიოქიის ეკლესია ამ გადაწყვეტილებას სრულად არ ეთანხმება.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის შესახებ ტომოსის მინიჭებას უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო დაესწრება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]