weather cur horoscope tv
აპრილი 16, 2024

მცხეთის სამედიცინო ცენტრში კარანტინი გამოცხადდა

12:58 ორშაბათი, 07 იანვარი 2019

მცხეთის სამედიცინო ცენტრში ამ ეტაპზე რესპირატორული დაავადებით 50-მდე პაციენტი მკურნალობს, სამი კი მართვით სუნთქვაზე იმყოფება, – განაცხადა სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა დავით ლოლაძემ. მისივე თქმით, კლინიკაში გადაადგილება მაქსიმალურად შეზღუდულია.

„მცხეთა არ არის გამონაკლისი, ისევე როგორც მთელი საქართველო. ძალიან მაღალია მომართვიანობა რესპირატორული დაავადებებით. ძირითადი ასაკობრივი ჯგუფები ბავშვები და 60 წელს გადაცილებული ადამიანები არიან. ამ წუთისთვის, მწვავე რესპირატორული გამოვლინებებით კლინიკაში დაახლოებით 50-მდე პაციენტი გადის მკურნალობის კურსს. კლინიკა იმყოფება კარანტინის მდგომარეობაში.

ვითარება საკმაოდ რთულია მაღალი მომართვიანობიდან გამომდინარე. H1N1 კლინიკაში დადასტურებული არ არის, რადგან არ ჩატარებულა ანალიზი.

გარდაცვალების ფაქტი არ დაფიქსირებულა. მართვით სუნთქვაზე იმყოფება 3 ადამიანი“, – განაცხადა დავით ლოლაძემ.

მისივე თქმით, მცხეთის სამედიცინო ცენტრში კარანტინი სავარაუდოდ ერთი კვირა გაგრძელდება.

H1N1 ვირუსით, იგივე ე.წ. ღორის გრიპით საქართველოში 8 ადამიანია გარდაცვლილი. გუშინ ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 24 წლის მამაკაციც სავარაუდოდ აღნიშნული ვირუსით გარდაიცვალა, თუმცა ექსპერტიზის პასუხი ჯერ ცნობილი არ არის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]