weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ექიმის ცემაში ბრალდებულ მსახიობს, რეზო ნასიძეს მოსამართლემ გირაო შეუფარდა

11:11 ხუთშაბათი, 10 იანვარი 2019

სასამართლომ ექიმის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანების ბრალდებით დაკავებულ მსახიობს, რეზო ნასიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. პროკურატურა ბრალდებულისთვის წინასწარ პატიმრობას ითხოვდა, ადვოკატმა კი 1000-ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა.

მსახიობი პნევმონიის დიაგნოზით მკურნალობს, რის გამოც სასამართლო პროცესი საავადმყოფოში გაიმართა. გირაოს გადახდამდე ის ბადრაგების მეთვალყურეობის ქვეშ იქნება.

25 წლის რეზო ნასიძე, რომელიც სერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“ მონაწილეობით გახდა პოპულარული, სამართალდამცავებმა 7 იანვარს დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ რეზო ნასიძემ წმ. მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილური კლინიკის ერთ-ერთ ექიმს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

საავადმყოფოს მედპერსონალი ამტკიცებს, რომ ნასიძე ნარკოტიკს ითხოვდა, რასაც მისი დიაგნოზი არ ითვალისწინებდა, უარის შემდეგ კი ექიმს ფიზიკურად გაუსწორდა. ამ ბრალდებას მსახიობის ოჯახის წევრები არ ეთანხმებიან. მათი თქმით, რეზო ნასიძე ტკივილგამაყუჩებელს ითხოვდა.

მსახიობს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით აქვს წარდგენილი, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი, ვადით ექვს თვემდე ან შინაპატიმრობით, ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

საქმეზე შემდეგი სასამართლო პროცესი 11 თებერვალს, 14:00 საათზე გაიმართება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]