weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

H1N1 ვირუსის გამო, სოხუმი ე.წ. საზღვარზე კარანტინის გამოცხადებას განიხილავს

10:30 პარასკევი, 11 იანვარი 2019
ფოტოზე ლუდმილა სკორიკი ფოტოზე ლუდმილა სკორიკი

საქართველოში დაფიქსირებული ე.წ. ღორის გრიპის ვირუსის გამო, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება საქართველოსთან ე.წ. საზღვარზე კარანტინის გამოცხადების საკითხს განიხილავს. ამის შესახებ დე ფაქტო მთავარმა სანიტარულმა ექიმმა ლუდმილა სკორიკმა განაცხადა.

„საქართველოსთან საზღვარზე კარანტინის გამოცხადების საკითხი განიხილება. სავარაუდოდ ამგვარ ზომებს უშიშროების სამსახური და სასაზღვრო სამსახური განახორციელებს. აფხაზეთში შემოსვლა შეზღუდული იქნება“, – განაცხადა სკორიკმა.

ლუდმილა სკორიკის ინფორმაციით, ამ ეტაპზე აფხაზეთში H1N1 ვირუსით დაავადების შემთხვევა არ გამოვლენილა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]