weather cur horoscope tv
აპრილი 23, 2024

მარნეულთან ავტობუსის გადატრიალების შედეგად სომხეთის 3 მოქალაქე დაშავდა

16:36 კვირა, 25 ივნისი 2017

მარნეულთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაშავდა. ავტობუსი, რომელსაც 30 მგზავრი მოსკოვიდან ერევანში გადაჰყავდა, თბილისი-გარდაბნის ავტომაგისტრალის 35-ე კილომეტრზე გადაბრუნდა.

სომხური მედია მგზავრებზე დაყრდნობთ წერს, რომ ავტობუსმა „ნისანის“ მარკის ავტომანქანას გვერდი აუქცია, რის შემდეგაც ხეს შეეჯახა და გადატრიალდა.

ავარიის შედეგად დაშავებული ქალბატონები მარნეულის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მათ პირველადი დახმარება აღმოუჩინეს და მოგვიანებით გაწერეს. ორი დაშავებული 60 წლისაა, ერთი კი 78-ის.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]