weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

პრემიერის გადაწყვეტილებით „ტამიფლუს“ ყველა მოქალაქე უფასოდ მიიღებს

14:36 პარასკევი, 11 იანვარი 2019

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, სეზონური გრიპის ავადობის პრევენციისა და შემცირების მიზნით, გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატ „ტამიფლუს“, ექიმის დანიშნულების შემთხვევაში, საქართველოს ყველა მოქალაქე უფასოდ მიიღებს.

აქამდე პრეპარატი უფასოდ მხოლოდ ორსულ და სოციალურად დაუცველ პირებს მიეწოდებოდათ.

მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს, რომ გარკვეული პერიოდის - პიკის განმავლობაში, „ტამიფლუ“ უფასო იყოს ყველასთვის, ვისაც ექიმის დანიშნულება ექნება.

აფთაიქებში „ტამიფლუ“ შედარებით გაიაფდა და ზოგიერთ ქსელში 68 ლარი ღირს. ანტივირუსული პრეპარატის ფასი 99 ლარი ღირდა. ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ კომპანიებს გუშინ მოუწოდა, კორპორატიული პასუხისმგებლობა გამოეჩინათ და „ტამიფლუს“ ფასი დაეწიათ.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]