weather cur horoscope tv
აპრილი 30, 2024

ბათუმის საავადმყოფოში 63 წლის მამაკაცი H1N1 ვირუსით დაიღუპა

16:17 პარასკევი, 11 იანვარი 2019

ე.წ. ღორის გრიპით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში. აჭარის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის დირექტორის, რუსუდან შავიშვილის განცხადებით, 63 წლის მამაკაცს სხვა რაიმე დაავადება არ ჰქონია, მაგრამ კლინიკას დაგვიანებით მიმართა.

პაციენტი ბათუმში ლანჩხუთიდან რამდენიმე დღის წინ გადაიყვანეს. იგი რეანიმაციაში ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული.

დღეს მდგომარეობით საქართველოში H1N1 ვირუსით გარდაცვალების 15 შემთხვევაა ლაბორატორიულად დადასტურებული. გრიპის ვირუსით ჰოსპიტალიზებულია 900-მდე ადამიანი, რეანიმაციულ განყოფილებებშია მოთავსებული 50-მდე პაციენტი.

პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, სეზონური გრიპის ავადობის პრევენციისა და შემცირების მიზნით, გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატ „ტამიფლუს“, ექიმის დანიშნულების შემთხვევაში, საქართველოს ყველა მოქალაქე ხვალიდან უფასოდ მიიღებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]