weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მარნეულში ქალის დაჭრის ბრალდებით დედა დააკავეს

10:53 კვირა, 13 იანვარი 2019

მარნეულში ახალგაზრდა ქალი დანით დაჭრეს. სათემო რადიო „მარნეულის“ ინფორმაციით, ოჯახის წევრებმა მას სხეულის დაზიანებები იმის გამო მიაყენეს, რომ უცხო პირმა მისი პირადი ინფორმაცია ინტერნეტში გაავრცელა.

რადიო „მარნეულის“ წყაროს ცნობით, ქალს, რომელიც დაოჯახებულია, მიმოწერა სხვა მამაკაცთან ჰქონდა, რომელსაც, სავარაუდოდ, ინტიმური ხასიათის ფოტოებს უგზავნიდა. მამაკაცი მას ფოტოების გამოქვეყნებით დაემუქრა და სანაცვლოდ თანხა მოსთხოვა. რადიო სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მას შემდეგ, რაც ფოტოების შესახებ ოჯახის წევრებმა შეიტყვეს, ქალი დაჭრეს.

ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი. ექიმების ინფორმაციით, მას ჭრილობები გულმკერდის და კისრის არეში აქვს მიყენებული. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

მარნეულის პოლიციის განყოფილებაში გუშინ დაჭრილის დედა და ძმა გამოკითხეს. შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეგინფოს“ უთხრეს, რომ სამართალდამცავებმა დედა დააკავეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]