weather cur horoscope tv
მაისი 05, 2024

H1N1 ვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა

16:34 ორშაბათი, 14 იანვარი 2019

საქართველოში H1N1, იგივე „ღორის გრიპით“ გარდაცვალების მე-16 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა.

„რუსთავი 2“-ის ცნობით, H1N1 ვირუსით ერთ-ერთ რეგიონში ბავშვი შაბათს გარდაიცვალა. ლაბორატორიული კვლევების შედეგად მას წითელა და გრიპი დაუდგინდა.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, გრიპის ვირუსით ავადობის დინამიკა შემცირებულია.

„100 000 მოსახლეზე ავადობის მაჩვენებელი 253 გვაქვს, რაც ოდნავ შემცირებულია. პიკი გვქონდა 277, დეკემბრის ბოლო კვირას. ასევე, ოდნავ შემცირებულია მძიმე რესპირატორული ინფექციებით საავადმყოფოებში ჰოსპიტალიზაციის პროცენტი. მნიშვნელოვანია ის, რომ რადიკალურად არის შემცირებული ბავშვთა ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი. შემცირდა სასწრაფოების გამოძახება. რეგიონებიდან მაქვს ინფორმაცია, რომ მიმართვიანობა შემცირებულია ამბულატორიებში, ასევე გარკვეულწილად საავადმყოფოებშიც, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ რჩებიან მძიმე ავადმყოფები“, – აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი.

ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ანტივირუსული პრეპარატი „ტამიფლუ“, რომელსაც სახელმწიფო უფასოდ გასცემს, 783-მა პაციენტმა მიიღო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]