weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

თელავსა და ბორჯომში სიჩქარის მზომი 18 სექციური „ჭკვიანი“ კამერა ამოქმედდა

17:19 სამშაბათი, 15 იანვარი 2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბორჯომისა და თელავის მუნიციპალიტეტებში 10 ადგილზე, საავტომობილო სიჩქარის მზომი 18 სექციური „ჭკვიანი“ კამერა ამოქმედდა. ე.წ. ჭკვიანი კამერები სამცხე-ჯავახეთში განთავსებულია შემდეგ ადგილებზე:

  • ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის 25-ე კილომეტრიდან (ყვიბისის გადასახვევი > ქ. ბორჯომი) - ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის 27-ე კილომეტრამდე (ბაკურიანის გადასახვევი > ქ. ბორჯომი), ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ.
  • ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის 27-ე კილომეტრიდან (ბაკურიანის გადასახვევი > ქ. ხაშური) - ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის 25-ე კილომეტრამდე (ყვიბისის გადასახვევი > ქ. ხაშური), ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ.
  • ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის 27-ე კილომეტრიდან (ბაკურიანის გადასახვევი > ქ. ახალციხე) - ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის 29-ე კილომეტრამდე (ბორჯომის ცენტრალური პარკი > ქ. ახალციხე), ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ.
  • ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის 29-ე კილომეტრიდან (ბორჯომის ცენტრალური პარკი > ქ. ხაშური) - ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის 27-ე კილომეტრამდე (ბაკურიანის გადასახვევი > ქ. ხაშური), ნებადართული სიჩქარეა 50 კმ/სთ.

კახეთის რეგიონი ე.წ. ჭკვიანი კამერები შემდეგ ადგილებზეა განთავსებული:

  • ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის მე-60 კილომეტრიდან (გომბორი > ქ. თელავი) - ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 65-ე კილომეტრამდე (გომბორი > ქ. თელავი), ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ.
  • ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის 65-ე კილომეტრიდან (ქ. თელავი > გომბორი) - ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის მე-60 კილომეტრამდე (ქ. თელავი > გომბორი), ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ.
  • ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 29-ე კილომეტრიდან (ქ. თელავი > გურჯაანი) - ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 32-ე კილომეტრამდე (ქ. თელავი > გურჯაანი), ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ.
  • ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 32 კილომეტრიდან (გურჯაანი > ქ. თელავი) - ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის 29-ე კილომეტრამდე (გურჯაანი > ქ. თელავი), ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ.
  • ქ. თელავში, დავით აღმაშენებლის და ალაზნის ქუჩების კვეთიდან - დავით აღმაშენებლის ქუჩისა და შოთა რუსთაველის გამზირის კვეთამდე, ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ.
  • ქ. თელავში, დავით აღმაშენებლის ქუჩისა და შოთა რუსთაველის გამზირის კვეთიდან - დავით აღმაშენებლის და ალაზნის ქუჩების კვეთამდე, ნებადართული სიჩქარეა 60 კმ/სთ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, 1 441 ვიდეოკამერა მუშაობს, რომლებიც სამინისტროს ერთიან ქსელშია ჩართული. მათ შორის 795 ზოგადი ხედვის, 646 კი - ე.წ. ჭკვიანი ვიდეოკამერაა. სიჩქარის სექციური კონტროლის სისტემით 375 კილომეტრი სიგრძის საავტომობილო გზა კონტროლდება.

 

ამ თემაზე:

მანქანებს, რომლებსაც ტექინსპექტირება არ გაუვლიათ, 14 იანვრიდან ჭკვიანი კამერები დააჯარიმებენ

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]