weather cur horoscope tv
აპრილი 28, 2024

ევროკავშირი იწვევს 16-17 წლის მოსწავლეებს სასტიპენდიო პროგრამაში მონაწილეობისთვის

23:13 ხუთშაბათი, 17 იანვარი 2019

ევროკავშირი აცხადებს მიღებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპულ სკოლაში სასტიპენდიო პროგრამაზე. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 16-17 წლის მოსწავლეებს სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან, ბელორუსიიდან, საქართველოდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან და უკრაინიდან, რომლებსაც სურთ ევროპისა და ევროკავშირის შესახებ ცოდნის გაღრმავება.

სასტიპენდიო პროგრამა ფინანსდება ევროკავშირის მიერ, რომელიც ექვსი ქვეყნიდან 35 საუკეთესო მოსწავლეს მისცემს საშუალებას მაღალი დონის, საერთაშორისოდ აღიარებული ბაკალავრის საერთაშორისო დიპლომი მიიღოს, რომელიც ფოკუსირებული იქნება ევროპათმცოდნეობაზე. აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის პროგრამა ხორციელდება "ახალ სკოლაში" თბილისში (საქართველოში) და მოიცავს ორწლიან სასწავლო კურსს, რომელიც 2019-2020 სასწავლო წელს იწყება.

უნიკალური სადიპლომო პროგრამა აერთიანებს ბაკალავრის საერთაშორისო პროგრამის მაღალ აკადემიურ სტანდარტებს, ევროპული სკოლების სისტემის მიერ ინსპირირებული სპეციალიზირებული სწავლებით. შერჩეული სტუდენტები დაესწრებიან ლექციებს მრავალენოვან და მულტიკულტურულ გარემოში, ევროპისა და ევროკავშირის შესახებ და ევროპული ენების, ლიტერატურისა და ისტორიის ცოდნის გასაღრმავებლად. სტუდენტებს ასევე ექნებათ წვდომა მდიდარ კლასგარეშე პროგრამასთან და საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ მაღალი დონის კონფერენციებში ევროკავშირის საკითხებზე. სტუდენტები მიიღებენ ბაკალავრის საერთაშორისო დიპლომს ევროპათმცოდნეობაში.

დაინტერესებულმა სტუდენტებმა უნდა წარმოადგინონ განაცხადები ვებსაიტის - www.eapeuropeanschool.eu საშუალებით 2019 წლის 1-ლი მარტის 12:00 საათამდე.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებსაიტს: www.eapeuropeanschool.eu

შეკითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ელ-ფოსტის მისამართზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. ან დარეკეთ ნომერზე: + 995 32 225 70 06

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]