weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

მეუფე სპირიდონი მეუფე პეტრეს: „უგუნური ხარ, ვიღაცის რუპორებზე უკრავ“

18:17 პარასკევი, 18 იანვარი 2019

სხალთელი მთავარეპისკოპოსი სპირიდონი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კრიტიკის გამო ჭყონდიდელ მთავარეპისკოპოს პეტრეს დაუპირისპირდა. დაახლოებით სამი კვირის წინ, „ციანიდის საქმეზე“ საუბრისას მეუფე პეტრემ განაცხადა, რომ საქართველოს ეკლესიამ ვერ დაიცვა დეკანოზი გიორგი მამალაძე, ისევე როგორც 1983 წელს საბჭოთა ხელისუფლებისგან ვერ დაიცვა უდანაშაულო მღვდელი. მეუფე პეტრემ ასევე აღნიშნა, რომ მისთვის საბოლოოდ დაიმსხვრა მითი პატრიარქის მწყემსი კეთილობის შესახებ.

ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსის ამ განცხადებებს მეუფე სპირიდონი რამდენიმე დღის წინ, ქადაგებისას გამოეხმაურა და მეუფე პეტრეს უგუნური უწოდა.

„შენ ეტყობა „ბოლშევიკების“ და „ნეობოლშევიკების“ რუპირი ხარ და იმიტომ განიკითხავ პატრიარქს. შენ თვითონაც არ იცი, რა სისულელეებს ლაპარაკობ. მე კიდევ გიმეორებ – შენ „ტრუსიკით“ დარბოდი ქუჩაში მაშინ, როცა ეს ხდებოდა. უგუნური ხარ, ჭკუა დაკარგული გაქვს, ვიღაცის რუპორებზე უკრავ, ვის რუპორებზე? ვისაც უნდა, რომ საქართველოს ეკლესიაში შფოთი ატეხოს. ვინ არის ეს? კარგად ვიცი, ვინც არის. ყველამ ვიცით. ვინ არის, ვინც ტრანსგენდერობას, პიდარასტობას და ჰომოსექსუალობას მთელ მსოფლიოში აკანონებს.

ყველაფერს აქვს საზღვარი – ცილისწამებას, გათახსირებას, უნამუსობას და პატრიარქის წინააღმდეგ ომს? საზღვარი აქვს. შეიძლება ყველა საზღვარს გადახვიდე, კაცო? შენს თავს დაღუპავ, შვილო, მეტი არაფერი არ არის ეს. წაიწყმიდავ. უკვე ჯოჯოხეთში ხარ და ვერ ხვდები ამას.

ვინ მოგცემს შენ მაგის უფლებას. მთელი ერი გადაგეკიდება. საქართველოში ვეღარ გაჩერდები. გადაშენდები აქედან საერთოდ. შენ, ჩემო ძამიკო, უნდა გიტარონ ცოცხალთათვის პანაშვიდი იმიტომ, რომ დაღუპული ხარ, თუ არ შეინანებ“, – ამბობს სხალთის ეპარქიის ეპისკოპოსი.

მეუფე პეტრე სხალთელი მთავარეპისკოპოსის ქადაგებას ვრცელი წერილით გამოეხმაურა და საეკლესიო სასამართლოს მოწვევა მოითხოვა.

„მე როგორც სინოდის წევრს, ჩემი სინდისი მავალდებულებს ხმა აღვიმაღლო ამ უსამართლობისა, უზნეობისა და უპრინციპობის წინააღმდეგ. თქვენ კი ბრალს მდებთ, რომ თითქოს სხვის დავალებას ვასრულებ და ვახმოვანებ... კართაგენის საეკლესიო კრების თანახმად ვითხოვ საეკლესიო სასამართლოს, სადაც იქნება განხილული ყველა ბრალდება და იმ შემთხვევაში თუ არ დამტკიცდება კათედრა უნდა დატოვოთ“, – ნათქვამია ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსის წერილში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]