weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ბათუმში H1N1 ვირუსით 48 წლის ქალი გარდაიცვალა

12:45 ოთხშაბათი, 23 იანვარი 2019

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ადასტურებენ, რომ ბათუმში გუშინ გარდაცვლილ 48 წლის ქალს H1N1 ვირუსი, იგივე ღორის გრიპი ჰქონდა. პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში მართვით სუნთქვაზე იყო.

აჭარის ტელევიზიის ცნობით, აჭარაში H1N1 ვირუსით სულ 6 ადამიანია გარდაცვლილი. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ სამედიცინო დაწესებულებებში გრიპის ვირუსით მიმართვიანობა შემცირდა, რეანიმაციულ განყოფილებაში კი ძირითადად ის პაციენტები რჩებიან, ვისაც ვირუსის პარალელურად ქრონიკული დაავადებები აქვთ.

„ჰოსპიტალურ ცენტრში მიმართვიანობა მკვეთრად შემცირდა, მათ შორის, განსაკუთრებით ბავშვთა წილია შემცირებული. ამბულატორიული მიმართვიანობის მხრივაც შემცირება გვაქვს. ზოგადად დადებითი დინამიკა შეინიშნება, თუმცა სტაციონარში და რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან ისეთი პაციენტები, რომელთაც აქვთ ქრონიკულად მიმდინარე მძიმე ფონური დაავადებები ან არიან გვიანი ჰოსპიტალიზაციის გამო მოხვედრილები“, – განაცხადა აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, რუსუდან შავიშვილმა.

სავარაუდოდ, ასევე H1N1 ვირუსით არის გარდაცვლილი 33 წლის აჭარელი მამაკაცი, რომელიც რამდენიმე დღის წინ, ოჯახის წევრების მოთხოვნით, ბათუმის რეფერალური საავადმყოფოდან ტრაპიზონში მდებარე კლინიკაში გადაიყვანეს.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]