weather cur horoscope tv
აპრილი 26, 2024

ვანში მამის მკვლელობის ბრალდებით შვილი დააკავეს

10:31 პარასკევი, 25 იანვარი 2019

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებმა დააკავეს 1987 წელს ბ.კ., რომელსაც ბრალად მამის მკვლელობა ედება. გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა ვანის რაიონის სოფელ სულორში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მამას – 1960 წელს დაბადებულ ა.კ.-ს, სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

„მამაკაცი მიღებული დაზიანებებით ადგილზე გარდაიცვალა. სამართალდამცველებმა ბ.კ. მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს“, – აცხადებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში.

მათივე ცნობით საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 111 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ “ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]