weather cur horoscope tv
აპრილი 17, 2024

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ბავშვი დაიღუპა

12:15 სამშაბათი, 27 ივნისი 2017

ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 10 წლამდე ბიჭი დაიღუპა. „აჭარის ტელევიზიის“ ინფორმაციით, შემთხვევა დღეს დილით მოხდა. ბავშვი ზებრა გადასასვლელზე გადადიოდა, როდესაც „ოპელის“ მარკის ავტომანქანა დაეჯახა.

„ბარცხანის დასახლებაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხევის თაობაზე შეტყობინება 9:35 საათზე შემოვიდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადა ადგილზე 7 წუთში მივიდა. სამწუხაროდ, ბრიგადას პაციენტი გარდაცვილი დახვდა“, - განაცხადა ბათუმის სასწრაფო-სამედიცინი დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილემ ბადრი პაქსაძემ.

გარდაცვლილი პროზექტურაშია გადაყვანილი.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ავტომობილის ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. დანაშაული ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით ისჯება.

„აჭარის ტელევიზიის“ ინფორმაციით, ბოლო10 დღეში ბათუმში ქვეითზე ავტომობილის შეჯახების სამი შემთხვევა დაფიქსირდა. 21 ივნისს, ჭავჭავაძის ქუჩაზე მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული გოგონას ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის იანვრიდან მაისამდე, აჭარაში ქვეითზე შეჯახების 56 შემთხვევაა რეგისტრირებული. არასწორად გზის გადაკვეთის გამო 301 ქვეითი დაჯარიმდა.

აჭარის ტელევიზია

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო დაფუძნდა 2013 წლის 25 დეკემბერს აჭარის ტელერადიო კომპანიის ბაზაზე. რადიო „აჭარა“ მაუწყებლობს აჭარაში FM 104.5-ზე. აჭარის ტელევიზიის ვებგვერდია http://ajaratv.ge

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]