weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

ჟურნალისტ დავით ერაძის სახლს ესროლეს – რუსთავი 2

15:57 პარასკევი, 25 იანვარი 2019

ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ინფორმაციით, მათი ჟურნალისტის, დავით ერაძის საცხოვრებელ სახლს ესროლეს. დაზიანებულია სახლის კარი, ტყვიის მასრა კი აივანზე გდია.

ჟურნალისტის განცხადებით, აივნის კარზე ნატყვიარი და მასრა მისმა მეუღლემ ნახა, რის შემდეგაც პოლიციაში დარეკეს. მისივე თქმით, მისთვის უცნობია, რას შეიძლება უკავშირდებოდეს მომხდარი.

ტელეკომპანია იუწყება, რომ დავით ერაძის ერთ-ერთი ბოლო სიუჟეტი მოჭიდავეების საქმის სკანდალს ეხებოდა.

„სწორედ დავით ერაძემ მოიპოვა ვიდეომასალა, რომელიც ევროპის ჩემპიონსა და ფედერაციის პრეზიდენტს შორის კონფლიქტს ასახავს. კადრებში ჩანდა, როგორ გაუსწორდა გეგა გეგეშიძე ევროპის ჩემპიონს. სიუჟეტის ეთერში გასვლის შემდეგ კი სამართალდამცველებმა გეგა გეგეშიძე დააპატიმრეს“, – აცხადებენ „რუსთავი 2“-ში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]