weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

მარტვილის სოფელ ნაგებერავოში თანამედროვე სტანდარტების სკოლა აშენდა

11:01 შაბათი, 26 იანვარი 2019

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგებერავოში თანამედროვე სტანდარტების საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა. განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ 1908 წლიდან სოფლის სკოლა არასტანდარტულ ხის შენობაში ფუნქციონირებდა, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები არასდროს ჩატარებულა.

სკოლის თანამედროვე შენობა 120 მოსწავლეზეა გათვლილი და მის მშენებლობაზე, განათლების სამინისტროს ცნობით, 3 მილიონ ლარამდე დაიხარჯა.

„სკოლას განსაკუთრებულს ხდის რეგიონალური მნიშვნელობის დახურული სპორტული დარბაზი, რომელიც 100 მაყურებელზეა გათვლილი. სკოლა აღჭურვილია ლაბორატორიებით და თანამედროვე სასკოლო ინვენტარით“, – აცხადებენ საქართველოს განათლების სამინისტროში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]