weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

ბათუმში აქციაზე გარემოვაჭრე დააკავეს

16:08 ორშაბათი, 28 იანვარი 2019
ფოტო: აჭარის ტელევიზია ფოტო: აჭარის ტელევიზია

ბათუმში საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ერთ-ერთი გარემოვაჭრე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის გამო, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძველზე დააკავა.

გარემოვაჭრეებმა, რომლებსაც წერეთლის ქუჩაზე ვაჭრობის უფლებას აღარ აძლევენ, მერიის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი ბათუმის მერთან, ლაშა კომახიძესთან შეხვედრას და წერეთლის ქუჩაზე მუშაობის გაგრძელების უფლებას ითხოვდნენ. მოგვიანებით გარემოვაჭრეებმა ჭავჭავაძის ქუჩის გადაკეტვა სცადეს, რასაც პოლიციასთან სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

„ვერაფერზე შევთანხმდით. გვთავაზობენ ავტოსადგურის ტერიტორიაზე გადაყვანას. იქ ბაზრობა რომ შეიქმნას, წლებია საჭირო, ჩვენ კი ყოველდღიური პრობლემები გვაქვს. ვითხოვთ, დაგვეხმარონ და ორი-სამი თვე მაინც მოგვცენ, რომ საქონელი ამოვწუროთ“, – განაცხადა აჭარის ტელევიზიასთან აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ბათუმის მერიის თანამშრომლებმა წერეთლის ქუჩიდან, სადაც 170-მდე ადამიანი მუშაობდა, კუსტარულად დამონტაჟებული ხისა და რკინის კონსტრუქციები გვიან ღამით აიღეს, რასაც გარემოვაჭრეების პროტესტი მოჰყვა. მათი განცხადებით, დემონტაჟის შესახებ გაფრთხილება არ მიუღიათ, მერიაში კი აცხადებენ, რომ გარემოვაჭრეებს ქუჩა უკანონოდ ჰქონდათ დაკავებული და ალტერნატიულ ტერიტორიაზე გადასვლა არაერთხელ შესთავაზეს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]