weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

დეკანოზ გიორგი მამალაძეს სამღვდელო ხარისხი და საღმრთო ზიარება შეუჩერდა

21:53 სამშაბათი, 27 ივნისი 2017
ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი დიმიტრი

დეკანოზ გიორგი მამალაძეს გამოძიების დასრულებამდე სამღვდელო ხარისხი და საღმრთო ზიარება შეუჩერდა. ეს გადაწყვეტილება პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ მიიღო, რომელიც დეკანოზ გიორგი მამალაძის მაკურთხეველი მღვდელმთავარია.

დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარებასთან დაკავშირებით განცხადებას დღეს ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიამ გაავრცელა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

"დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარებასთან დაკავშირებით გვსურს განვაცხადოთ, რომ სჯულის კანონის თანახმად, როდესაც სასულიერო პირს წაეყენება ბრალდება, გამოძიების დასრულებამდე უჩერდება სამღვდელო მსახურების აღსრულების უფლება, ხოლო შემდგომ, დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში წმინდა სინოდი ღებულობს გადაწყვეტილებას საერთოდ განიკვეთოს, თუ მას გარკვეული პეროდით შეუჩერდეს მღვდლობა.

დეკანოზ გიორგი მამალაძეს აქვს წაყენებული მძიმე ბრალდებები. იმედს გამოვთქვამთ, რომ ის თავის სიმართლეს დაამტკიცებს, რაშიც თავადვე გვარწმუნებს. საღმრთო ზიარების მიღება არის შედეგი მონანული, განწმენდილი და გამართლებული ადამიანისათვის, სხვა შემთხვევაში გაჩნდება კითხვა, ხომ არ სცნო ის ეკლესიამ უდააშაულოდ გამოძიების დასრულებამდე და ამიტომ მიენიჭა მას საღმრთო ზიარების უფლება.

რაც შეეხება ბოდბელ ეპისკოპოს იაკობის მიერ ეპიტემიის (სასჯელის) დადებას, ჩვენ ღრმად ვიყავით დარწმუნებული (ეს საპატრიარქოს წარმომადგენლებმა დაადასტურეს სატელევიზიო ეთერის საშუალებით), რომ ეს იყო პატრიარქთან შეთანხმებული და მისი ლოცვა-კურთხევით, რაც სამწუხაროდ არ აღმოჩნდა სიმართლე. ეპისკოპოსმა იაკობმა თვითნებურად მიღო ეს გადაწყვეტილება, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა.

დღეს, 2017 წლის 27 ივნისს, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მღვდელმთავარს დაუკავშირდა საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელი და აუწყა მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევა, მას მიეღო გადაწყვეტილება დეკანოზ გიორგი მამალაძის ზიარებასთან დაკავშირებით.

ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტმა დიმიტრიმ მიიღო გადაწყვეტილება, როგორც დეკანოზ გიორგი მამალაძის მაკურთხეველმა მღვდელმთავარმა, რომ გამოძიების დასრულებამდე შეუჩერდეს სამღვდელო ხარისხი და საღმრთო ზიარება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მისი საკითხი გადაეცეს წმინდა სინოდს შემდგომი გადაწყვეტილების მისაღებად.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია ლოცვითა და სასოებით ველოდებით, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე დაამტკიცებს თავის უდანაშაულობას და დაუბრუნდება სამღვდელო დასს".

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 2 თებერვალს დააკავეს. მას ბრალად ანგარებით პატრიარქის მდივან რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ედება. ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შენახვა. მამალაძისთვის წარდგენილი ბრალდებები სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ბრალდებული თავს დამნაშავედ არ ცნობს. პროკურატურის მოთხოვნით, მოსამართლე საქმეს დახურულ პროცესებზე განიხილავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]